cope: ქოჩორაშვილმა “სპორტინგთან” კონტრაქტი გააფორმა

cope.es-ის ცნობით, “ლევანტეს” 25 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას “სპორტინგში” გააგრძელებს.
გამოცემა იტყობინება, რომ მხარეებმა სატრანსფერო თანხაზე, 7.5 მილიონ ევროზე შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველმა ლისაბონურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.მისი გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი იქნება.
ქოჩორაშილი სეზონს “ლევანტეში” იჯარის წესით დაასრულებს, სპორტინგს კი ზაფხულში შეუერთება. ეს ინფორმაცია ვალენსიურმა კლუბმა დაადასტურა.
“სპორტინგი” 27 ტურის შემდეგ პრიმეირა ლიგას 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ “ბენფიკას” 3 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში