ამერიკულმა ნავთობკომპანია ConocoPhillips-მა 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 15%-ით შეამცირა, თუმცა კორექტირებული მაჩვენებელი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა.
აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ 1.971 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 1.56 აშშ დოლარი შეადგინა, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 2.329 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ აქციაზე 1.98 აშშ დოლარს შეადგენდა. ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით მოგება აქციაზე 1.98 აშშ დოლარიდან 1.42 აშშ დოლარამდე შემცირდა.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ ერთ აქციაზე კორექტირებულ მოგებას $1.35-ს ელოდნენ. LSEG-ის რესპონდენტები კი $1.38-ს პროგნოზირებდნენ.
ვრცლად interfax – ზე
