Condé Nast Traveler-მა ყველაზე იაფი ტურისტული მიმართულებები დაასახელა

Condé Nast Traveler-მა შეადგინა ყველაზე იაფი ტურისტული მიმართულებების სია. კომპანიამ შეადარა ვალუტების გაცვლითი კურსი დოლართან, ასევე ავიაბილეთების და სასტუმროს ფასები.
პირველ ადგილზე ბელიზი გავიდა. აქ რეკომენდებულია მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლების, ტროპიკული ტყეების, წყნარი ოკეანის რიფების ნახვა და ადგილობრივი კულინარიული შედევრებით დატკბობა.