Competento – ქართული ექსტრუდირებული საკვები შინაური ცხოველებისთვის

კომპანიონი ცხოველების კვების სფერო მუდმივად ვითარდება. თუმცა, ბაზარზე იშვიათად ჩნდება ისეთი ბრენდი, რომელიც ოთხფეხა მეგობრების მრავალფეროვანი კვებითი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად, საკითხისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავს. სფერო სავსეა მითებით და მოძველებული ინფორმაციით. ეს დანაკლისი განსაკუთრებით კომპანიონი ცხოველების კვების მიმართულებით იგრძნობა.
ბაზარზე არსებული სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა Competento – ფიზიკურად და ფასით ხელმისაწვდომი, პირველი სწორი ცოდნის გამავრცელებელი ქართული ექსტრუდირებული საკვები შინაური ცხოველებისთვის. ბრენდი ტექნოლოგიურად გამართული პროდუქტითა და ოპტიმალური ასორტიმენტით გახდა მომხმარებლისთვის მარტივი და უტყუარი არჩევანი.
Competento-ს მიერ წარმოებული პროდუქტები საქართველოში, ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების პროფესიული რეკომენდაციების დაცვით, კომპანია „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში მზადდება. წარმოების პროცესის უმაღლესი სტანდარტების დაცვით წარმართვაზე კომპანიის 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ზრუნავს.
ბრენდს აქვს ჯანსაღი ამბიცია იქცეს გააზრებული სიყვარულის სიმბოლოდ და ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრების კომპეტენტური მშობლობა გაგვიმარტივოს. ამ მიზნით, Competento-მ მრავალფუნქციური ონლაინ პლათფორმა შექმნა და შინაური ცხოველების კვებასა და მოვლასთან დაკავშირებულ კომპეტენტურ ინფორმაციას ერთ სივრცეში მოუყარა თავი.
არ აქვს მნიშვნელობა, შენთვის შესაფერისი ოთხფეხა მეგობრის შერჩევას აპირებ, უკვე არსებული კომპანიონი ცხოველის მოვლასთან დაკავშირებული უნარების გაუმჯობესებას გეგმავ თუ პრემიუმ ხარისხის საკვების შეძენა გსურს ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის, Competento ის ადგილია, სადაც შენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე იპოვი კომპეტენტურ პასუხს.
კომპანიაში ესმით, რომ თითოეული კომპანიონი ცხოველი უნიკალურია და რომ მათი კვებითი საჭიროებებიც ზომის, ასაკისა და ჯიშის მიხედვით განსხვავდება. აქედან გამომდინარე, Competento-მ შექმნა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც ცილების, მინერალებისა და ვიტამინების თვალსაზრისით, სრულად აკმაყოფილებს კატებისა და ძაღლების ინდივიდუალურ კვებით საჭიროებებს.
Competento წარმოების მოწინავე ტექნოლოგიას მაღალი ხარისხის ბუნებრივ ინგრედიენტებთან აერთიანებს და უმაღლესი სტანდარტის დაცვით აწარმოებს შინაური ცხოველების სრულად დაბალანსებულ საკვებს. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორად გასავითარებლად და იმუნური ფუნქციის მხარდასაჭერად, ბრენდის ყოველი ფორმულა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით არის გამდიდრებული.
Competento უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კომპანიონი ცხოველების საკვები; ეს არის ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრების ჯანმრთელობისა და ბედნიერების გარანტი – ბრენდი, რომელიც კომპეტენტურ მშობლობას გვიმარტივებს.

ასევე დაგაინტერესებთ