Commerzbank-მა შესაძლოა რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შეამციროს

Commerzbank AG განიხილავს რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას, იუწყება Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
კომპანიის მენეჯმენტი უახლოეს კვირებში გეგმავს სამუშაო საბჭოს წარუდგინოს თანამშრომელთა გათავისუფლების გეგმა.
Commerzbank-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბეტინა ორლოპმა 13 თებერვალს უნდა წარადგინოს ბანკის განახლებული სტრატეგია.