ComCom ფიქსირებული ინტერნეტის კორპორაციულ შეთავაზებებს შეისწავლის – რას მოიცავს კვლევის II ეტაპი?

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom), ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო. კომისიის ინფორმაციით, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე, კომპანიებისთვის კორპორაციული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლაა.