ComCom: ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 13.7 მილიონი ლარით გაიზარდა

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია.
მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში, ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად ComCom-მა წარმოადგინა ის რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებიც ტელეიმედში, რუსთავი 2-ის, მთავარ არხის, პოსტივის, ფორმულასა და ტვ პირველში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ.
უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებია ასეთია:
· ტელეიმედის რეკლამის ისეთო დამკვეთი კომპანიების ათეულში, რომელთა გადახდილი თანხაც 500 ათას ლარს აღემატება, შედის კომპანიები: “რუსთავის აზოტი”, “დიპლომატ ჯორჯია”, “პსპ ფარმა”, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, “სმარტ კაპიტალ ქონსალთენსი”, “Optimum Media Buying Limited”, “არქი პრომოუშენი”, “ნესტლე საქართველო”. ამავე სიაში მოხვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
· რუსთავი 2-ის დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 500 ათას ლარზე მეტს უხდიდნენ, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და “პსპ ფარმა” წარმოადგენდნენ.
· მთავარი არხისთვის ასეთი კომპანიებია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, “პსპ ფარმა” და “დიპლომატ ჯორჯია”.
· პოსტივისთვის – “კავეა”, “კავკასუს ავტო სერვისი”, “ფალავანი” და “სტერეო+”.
· ფორმულასთვის ასეთია დამკვეთი კომპანიები “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და “პსპ ფარმა”.
· ტელეკომპანია პირველს 500 ათას ლარზე მეტს მხოლოდ “პსპ ფარმა” უხდიდა.
ამას გარდა, კომისია იძლევა სიას იმ კომპანიებისა, რომელიც მაუწყებლისაგან სარეკლამო დროს 100 ათასიდან 500 ათასამდე ლარის ღირებულების ფარგლებში ყიდულობდნენ. მათ შორის არიან “მაკდონალდსი”, “არქი პრომოუშენი”, “ ბანკი”, “გალფი” და სხვა.