ფორმულას განცხადებით, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიას გამოყენებული ლექსიკის შესახებ წერილობითი გაფრთხილება მისცა.
TV ფორმულას ცნობით, საქმე ეხება ჟურნალისტების მიერ გამოყენებულ ლექსიკას, როგორიცაა: “ოცნების მთავრობა”, “ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება”, “რეჟიმი” და ა.შ.
“ამგვარი ტერმინების გამო უწყებამ მაუწყებელი დამრღვევად ერთხელ უკვე გამოაცხადა. ეს რამდენიმე თვის წინ, ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე მოხდა”. – ნათქვამია განცხადებაში.
რეჟიმმა გრანტების რუსული კანონი და კანონი ოცნების “არაღიარებაზე” მიიღო
რეჟიმმა გრანტების რუსული კანონი 4 მარტს მიიღო. ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს III მოსმენით მხარი ივანიშვილის 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
1-ელი მოსმენის შემდეგ, რეჟიმმა კანონპროექტში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ემატება მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
3 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ინიციატივით გამოვიდა, რომ პასუხისმგებლობა დაწესებულიყო იმ პირების მიმართ, რომლებიც “არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ”, “ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება” და ა.შ. და ამ ქმედებებისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.