ComCom-ის კვლევა ადასტურებს, რომ მობილური ინტერნეტის ფასები ევროპაზე 13%-დან 53%-მდე იაფია – “მაგთი”

“მაგთი” კომუნიკაციების კომისიის კვლევაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტის ყველა მოცულობითი პაკეტის ფასი 13%-დან 53%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი, თუმცა ამის მიუხედავად კომისია ამ კვლევაზე საპირისპირო დასკვნას აკეთებს.
“კომუნიკაციების კომისია კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ, საკუთარ განცხადებებში ჯიუტად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურების ფასები საგანგაშოდ მაღალია. გვსურს კომისიის მიერვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიდან წარმოგიდგინოთ ამონარიდი ფიზიკური პირების მობილური ინტერნეტის მოცულობითი პაკეტების ტარიფებთან დაკავშირებით: