“სუბურბან საგურამო”, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, უკვე დასრულების ბოლო ეტაპზეა. პროექტი მოიცავს 95 იზოლირებულ მიწის ნაკვეთს, რომლებიც უზრუნველყოფილია სრულყოფილი საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურით, მათ შორის ITF სტანდარტის ჩოგბურთის კორტით, პარკით, ველობილიკით და მულტიფუნქციური სივრცით. მულტიფუნქციური სივრცე მოიცავს co-working ზონას, ჯუს-ბარს და ორანჟერეას, საიდანაც იშლება პანორამული ხედები კავკასიონზე.
საგურამოსგან განსხვავებით, სუბურბან ლისზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ძირითადი სამუშაოების დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. ლისის პროექტი გამოირჩევა ქალაქის ინფრასტრუქტურასთან სიახლოვით და ბუნებასთან მაქსიმალური თანხვედრით.
“Colliers-ის სუბურბანული პროექტების მიზანია თბილისის მახლობლად მაღალი სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საცხოვრებელი უბნების შექმნა, სადაც მესაკუთრეები თავად შეძლებენ საკუთარი სახლის ინდივიდუალურად დაპროექტებას, თუმცა ეს ყველაფერი ერთიანი არქიტექტურული კონცეფციის ფარგლებში მოხდება. არქიტექტურული წესები სწორედ იმიტომ მოქმედებს, რომ შენარჩუნდეს უბნის ერთიანი იერსახე და უზრუნველყოს განუსაზღვრელი ხედები ყველა მცხოვრებისთვის, სადაც სხვადასხვა ზომისა და მოცულობის შენობები ერთმანეთს სივრცესა და ბუნებრივ გარემოზე წვდომას არ უზღუდავენ“, — აღნიშნავს Colliers-ის პარტნიორი ზაზა ბაიაძე. „ინფრასტრუქტურას ორი წლის განმავლობაში ვავითარებდით, ახლა კი პროექტი ახალ ფაზაში შედის. უბნის გაცოცხლება კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა, რადგან ახლა მთავარი მიზანია, რომ სიცოცხლე შევძინოთ შექმნილ სივრცეს, ამ პროცესში კი ჩვენთან ერთად უკვე თავად მცხოვრებლებიც იქნებიან ჩართულები “.
პროექტის დეტალური ინფორმაცია და ვიდეო კამპანიის მასალები ხელმისაწვდომია “სუბურბანის” ოფიციალურ Facebook, Instagram და Youtube გვერდებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სუბურბანის ოფიციალურ ვებსაიტს ან დაგვიკავშირდით +995 577 30 89 89.
