Coldplay-ს კონცერტზე ღალატში მხილებულმა Astronomer-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

კომპანია Astronomer-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც Coldplay-ს კონცერტზე კამერის ობიექტივში მოხვდა, თანამდებობა დატოვა. ენდი ბაირონი, რომელიც კონცერტის დროს კოლეგა კრისტინ კებოტთან ჩახუტებული დააფიქსირეს, ამერიკული IT-კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს აღარ იკავებს.
მანამდე, ბაირონიც და კებოტიც კომპანიის შიდა გამოძიების დასრულებამდე სამუშაო პროცესს ჩამოაცილებს. მედიის ცნობით, ბაირონი და კებოტი, რომელიც კომპანიაში HR-დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სხვა ადამიანებზე არიან დაქორწინებულები.
„ჩვენი ლიდერებისგან ელიან, რომ ქცევისა და პასუხისმგებლობის სტანდარტების მაგალითი იქნებიან, მაგრამ ბოლო დროს ამ სტანდარტებს არ იცავენ“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ვიდეორგოლი, რომელიც მასაჩუსეტში ჯგუფ Coldplay-ს კონცერტზე ტრადიციულმა „კოცნის კამერამ“ დააფიქსირა სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა. მასზე ბაირონი და კებოტი ჩახუტების დროს არიან ასახულები, თუმცა როცა ხედავენ, რომ ისინი კამერამ დააფიქსირა პანიკაში ვარდებიან – ბაირონი იმალება, კებოტი კი სახის ხელებით დაფარვას ცდილობს.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ წყვილს არავინ მიაქცევდა ყურადღებას, ასეთი რეაქცია რომ არ ჰქონოდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია