CNN: USAID-ის ხელმძღვანელის მოვალეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეასრულებს

CNN: USAID-ის ხელმძღვანელის მოვალეობას -ის სახელმწიფო მდივანი შეასრულებს
CNN-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუბიომ ელ სალვადორში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად წარადგინა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააგენტო უპასუხისმგებლოდ მოქმედებდა და მისი საქმიანობა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედიოდა.
რუბიოს განცხადებით, უწყების მთლიანად გაუქმებაზე საუბარი არ არის – მისი განმარტებით, სააგენტოს ყოველდღიური კონტროლი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობის პირს გადაეცა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, დახურა სააგენტო და საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილი შეაჩერა. USAID-ის შტაბ-ბინა ვაშინგტონში ორშაბათს დაიხურა.