CNN: 42 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, ჰამასი 14 მძევალს გაათავისუფლებს

CNN-ის ინფორმაციით, ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტის მე-2 დღეს 42 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ ჰამასი 14 მძევალს გაათავისუფლებს.
ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმება კატარის შუამავლობით შედგა.
ს პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ამჟამად ღაზაში 213 ადამიანია მძევლად აყვანილი.
24 ნოემბერს გარიგების ფარგლებში ჰამასმა 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი გაათავისუფლა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
პარალელურად, ღაზაში ეგვიპტიდან შევიდა დაახლოებით 137 სატვირთო მანქანა, რომლებსაც გადაჰქონდათ საჭირო სამედიცინო მედიკამენტები, საწვავი და საკვები.