CNN: ტრამპს არ გამოურიცხავს კიევისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრისას არ გამოურიცხავს ში შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნის შესაძლებლობა. ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა.
ტელეკომპანიას ორმა წყარომ უთხრა, რომ პარასკევს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრისას, ტრამპი, სავარაუდოდ, არ აიღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს პოტენციურად ვითარების გარდამტეხი ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდება, თუმცა მათ დასძინეს, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, როდესაც პრეზიდენტი უკრაინელებს პირისპირ დაელაპარაკება.
-ის ოფიციალური პირების თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი როგორც საჯაროდ, ასევე პირად განცხადებებში უფრო მეტ მზადყოფნას გამოხატავდა უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადასაცემად. მათი განცხადებით, ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა გეგმები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი ბრძანებას გასცემს.
CNN-ის წყაროს ცნობით, ტრამპი ყოყმანობდა, რადგან სურდა ზელენსკისგან უკეთესი წარმოდგენა შეჰქმნოდა, თუ როგორ აპირებდა ის რაკეტების გამოყენებას.
დღეს, 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების, ს და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. მას წინ უძღოდა ზელენსკისა და ტრამპის სატელეფონო საუბრები 11 და 12 ოქტომბერს. ამერიკული მედიის ცნობით, ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკების“ შესაძლო გადაცემა.