CNN: ტრამპმა თქვა, რომ პირველ ვადაში პუტინს მოსკოვის დაბომბვით დაემუქრა, თუ უკრაინაში შეიჭრებოდა

CNN ავრცელებს, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის საუბრის აუდიოჩანაწერს, სადაც ის ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ვლადიმერ პუტინს მოსკოვის დაბომბვით დაემუქრა თუ უკრაინას თავს დაესხმებოდა.
CNN-ის თანახმად, ჩანაწერი 2024 წელსაა გაკეთებული, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისას დონორებთან შეხვედრის დროს.
„პუტინს ვუთხარი: „თუ უკრაინაში შეიჭრებით, მოსკოვს დავბომბავ. გეუბნები, რომ სხვა არჩევანი არ მაქვს-მეთქი. [პუტინმა] მითხრა არ მჯერა შენიო, მაგრამ მან 10%-ით დამიჯერა“, – ამბობს, სავარაუდოდ, ტრამპი CNN-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.
CNN-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, პირველ საპრეზიდენტო ვადაში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინსაც დაემუქრა, რომ თუ ტაივანში შეიჭრებოდა, საპასუხოდ პეკინს დაბომბავდა.
„მას [სი ძინპინს] ეგონა, რომ გიჟი ვიყავი… ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემა“, – ამბობს, სავარაუდოდ, ტრამპი CNN-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.
CNN-ის თანახმად, ტრამპმა კამპანიის დონორებთან შეხვედრაზე პუტინთან და სი ძინპინთან საუბრები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინასა და ღაზაში კონფლიქტებს თავიდან აიცილებდა. ტრამპი ამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც ამტკიცებს და ამბობს, რომ ახლა ორივე ომის დასრულებას აპირებს.
ამასთან, 8 ივლისს ტრამპმა კვლავ გამოთქვა იმედგაცრუება პუტინის მიერ სამშვიდობო შეთანხმებისადმი წინააღმდეგობის გამო და აღნიშნა, რომ პუტინი „ბევრ სისულელეს“ ეუბნებათ.
„მე პუტინით კმაყოფილი არ ვარ… მე ძალიან უკმაყოფილო ვარ მათით“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…