CNN ტრამპი/პუტინის შეხვედრის კონკრეტულ ადგილს ასახელებს

ტელეკომპანია CNN-ი თეთრი სახლის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით, ს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის კონკრეტულ ადგილს ასახელებს და იუწყება, რომ ს და ამერიკის პრეზიდენტების აუდიენცია ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგება, რომელიც ქალაქ ანკორიჯის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს.
ამერიკული ტელეკომპანიის წყაროთა თანახმად, თეთრმა სახლმა და კრემლმა პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად ალასკა შეარჩიეს კულისებს მიღმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში რომ გაიმართება, ამის შესახებ 12 აგვისტოს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა . შეხვედრა პარასკევს, 15 აგვისტოსაა დაგეგმილი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, შეხვედრის ადგილები შეზღუდული იყო. თავად რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრისთვის შესაფერის ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები დაასახელა. CNN-ის ინფორმაციით, შეხვედრის ადგილად განიხილებოდა უნგრეთიც.