CNN – ნიუ-იორკის მერს ხუთ ფედერალურ კორუფციულ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის ქრთამის აღებასა და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით თაღლითობაში

ნიუ-იორკის მერს ხუთ ფედერალურ კორუფციულ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის ქრთამის აღებასა და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით თაღლითობაში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საბრალდებო აქტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქტის თანახმად, ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის კორუფციული საქმეები 2014 წელს დაიწყო.
“თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში, ადამსი ეძებდა და იღებდა არასათანადო ღირებულ სარგებელს, როგორიცაა ფუფუნებით საერთაშორისო მოგზაურობა, მათ შორის მდიდარი უცხოელი ბიზნეს პირებისგან და როგორც მინიმუმ თურქეთის მთავრობის ერთი ოფიციალური პირისგან, რომელიც მასზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა”, – ნათქვამია საბრალდებო აქტში.
აღინიშნება, რომ თურქი ოფიციალური პირისგან ადამსმა ფუფუნებით მოგზაურობა და სხვა სარგებელი მიიღო, სანაცვლოდ კი ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტზე მოახდინა ზეწოლა, რათა თურქეთის საკონსულოს შენობის გახსნა სახანძრო ინსპექციის გარეშე მომხდარიყო.
ადამსმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრალდებებით გაკვირვებული არ არის და საზოგადოებას მოუწოდა, “დაელოდონ და მოისმინონ რას იტყვის ჩვენი დაცვა, სანამ რაიმე შეფასებებს გააკეთებთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?