CNN – კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა

კატარმა „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ქვეყნის დატოვება უბრძანა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ და კატარელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, კატარმა აღნიშნული გადაწყვეტილება -ის თხოვნის შემდეგ მიიღო, რომლის შესახებაც ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და მათ კატარელ კოლეგებს შორის საუბარი ორი კვირის წინ შედგა.
კატარმა დოჰაში მყოფ „ჰამასის“ ოფიციალურ პირებს ერთი კვირის წინ აცნობა, რომ ქვეყანა უნდა დატოვონ.
„ჰამასი“ ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელმაც ამერიკელები მოკლა და მათ მძევლად აყვანას აგრძელებს. მძევლების გათავისუფლების შესახებ განმეორებითი შეთავაზებების უარყოფის შემდეგ, მისი ლიდერები ამერიკის ნებისმიერი პარტნიორის სასურველი სტუმრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა ს ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.

ასევე დაგაინტერესებთ