CNN-ი – „ჰამასის“ ახალ ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია გაურკვეველია

“ჰამასის” ლიდერმა, იაჰია სინვარმა ეგვიპტელი და კატარელი შუამავლების საშუალებით ისრაელის ოფიციალურ პირებს გადასცა გზავნილი, რომ მას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, სურს თუ არა ეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.
CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ ნეთანიაჰუს მოკავშირეებმა ჟურნალისტებს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს აცნობეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მზადაა დადოს შეთანხმება, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს მის მმართველ კოალიციაზე, მაგრამ ისრაელის უსაფრთხოების უწყება გაცილებით სკეპტიკურად უყურებს ნეთანიაჰუს მზადყოფნას, დადოს შეთანხმება მისი კოალიციის ულტრამემარჯვენე მინისტრების სასტიკი წინააღმდეგობის გამო.
ამასთან, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, -ის ოფიციალურმა პირებმა ნათლად განუცხადეს ისრაელელ კოლეგებს, რომ დროა, მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რათა ფართო რეგიონული ომი თავიდან აიცილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ