CNN-ის წყაროს თანახმად, ზელენსკი ზალუჟნის, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გადააყენებს

უკრაინის პრეზიდენტი გენერალ ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებს. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ზელენსკის განზრახვის შესახებ ბოლო დღეებში წერდნენ BBC, Financial Times-ი და Washington Post-ი. მათი წყაროების მსგავსად, CNN-ის წყაროებიც ადასტურებენ, რომ 29 იანვარს ზელენსკი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია. თუმცა უკრაინის პრეზიდენტს ოფიციალური ბრძანება არ გამოუცია.
CNN-ის წყაროები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე ვალერი ზალუჟნის შესაძლო შემცვლელებად ასახელებენ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს და სახმელეთო ძალების სარდალს, ოლექსანდრ სირსკის.
პირველი ცნობები, რომ ზელენსკიმ ზალუჟნი თანამდებობიდან დაითხოვა, უკრაინულმა მედიასაშუალებებმა 29 იანვარს გაავრცელეს. პრეზიდენტის ოფისში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.
2023 წლის ბოლოს, უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები არაერთხელ იუწყებოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის კონფლიქტია. წყაროთა თანახმად, ზელენსკი გაღიზიანებული იყო ზალუჟნის მზარდი პოპულარობით და გენერლის საჯარო განცხადებით ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ.
2023 წლის ნოემბერში, გენერალმა ზალუჟნიმ გამოცემა The Economist-ს განუცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და იმის გამო, რომ და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთნაირად აღჭურვილი არიან, ომი პოზიციური ბრძოლის ეტაპზე გადავიდა. შეფასებას პატური სიტუაციის შესახებ ზელენსკი არ დაეთანხმა. მოგვიანებით, გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ზელენსკის და ზალუჟნის კონფლიქტს უარყოფდნენ.
50 წლის ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან. გენერალი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შეძლო რუსეთის არმიის შეკავება და დაპყრობილი რაიონების ნაწილის დაბრუნება, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა