CNN-ის გამოკითხვით, ტრამპს ამომრჩევლების 49% უჭერს მხარს, ხოლო ჰარისს – 46%

გამოცემა CNN-ის წინასაარჩევნო გამოკითხვით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი დიდი ალბათობით ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუპირისპირდება, ჯერჯერობით მკაფიოდ არავინ ლიდერობს.
CNN-ის მონაცემების მიხედვით, ტრამპს ეროვნული მასშტაბით დარეგისტრირებული ამომრჩევლების 49% უჭერს მხარს, ხოლო ჰარისს – 46%. ამ გამოკითხვით, ტრამპსა და ჰარისს შორის სხვაობა უფრო მცირეა, ვიდრე წინა გამოკითხვაში ტრამპსა და ბაიდენს შორის იგივე მაჩვენებელი.
გამოცემის თქმით, გამოკითხვა 22-23 ივლისს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რის ფარგლებშიც ის დარეგისტრირებული ამომრჩევლები გამოჰკითხეს, რომლებმაც მანამდე აპრილისა და ივნისის თვეებში CNN-ის წინა გამოკითხვებშიც მიიღეს მონაწილეობა. ორივე თვის გამოკითხვაში ტრამპი ბაიდენს 6 ქულით უსწრებდა.
გუშინ ასევე გავრცელდა Reuters/Ipsos-ის კვლევა, რომელშიც დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხარდაჭერის მიხედვით ჰარისი ტრამპს 2%-ით უსწრებს წინ.
22-23 ივლისს ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა -ს 1,241-მა მოქალაქემ მიიღო, რომელთაგან 1,018 რეგისტრირებული ამომრჩეველია. გამოკითხვით დადგინდა, რომ ჰარისს 44%-იანი, ხოლო ტამპს 42%-იანი მხარდაჭერა აქვს, 3%-იანი ზღვრული ცდომილებით.
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და მის ნაცვლად მხარი სთვის დაეჭირა, დემოკრატიული პარტიის წევრები და ლიდერები ჰარისის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.
გამოცემა Associated Press-ის მონაცემების მიხედვით, ჰარისს უკვე საკმარისი, 3107 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად გახდეს, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად კი 1 976 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო.