CNN: ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ საინფორმაციო სააგენტოებმა შეამცირეს უკრაინის ომის გაშუქება

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გაშუქების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა მას მერე, რაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა “ჰამასმა” გასულ თვეში ისრაელზე მიიტანა იერიში და ომის დაწყებას მისცა ბიძგი – იუწყება CNN-ი, GDELT Project-ისა და ComScore-ის ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.
უკრაინის ომის გაშუქება ისედაც იკლებდა საკაბელო და ონლაინ გამოცემებში, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად გაღრმავდა. თავად CNN-მა უკრაინის ომისადმი მიძღვნილი საეთერო დრო 8 პროცენტიდან 1 პროცენტამდე შეამცირა ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი 21-ე თვეში შედის და მას ბოლო კვლავაც არ უჩანს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას