CNN: ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

CNN-ის ინფორმაციით, ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შეგახსენებთ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 103 ადამიანი დაიღუპა, 188-ზე მეტი კი დაშავდა.