CNN – თეთრმა სახლმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაში ყოფნა არ გამორიცხა

უკრაინის პრეზიდენტი, -სა და რუსეთის ლიდერებს შორის ალასკაში პარასკევს დაგეგმილი სამიტის მონაწილედ არ დასახელებულა, თუმცა, თეთრმა სახლმა ზოგიერთ შეხვედრაში ზელენსკის მონაწილეობა არ გამორიცხა, – ინფორმაციას CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, თეთრი სახლის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის ჩართულობით ნებისმიერი რამ, სავარაუდოდ, ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მოხდება.
თეთრი სახლის ოფიციალური პირის თქმით, ღია რჩება ორივე ლიდერთან სამმხრივ სამიტთან დაკავშირებით, თუმცა, ამჯერად თეთრი სახლი პრეზიდენტ პუტინის მიერ მოთხოვნილ ორმხრივ შეხვედრას გეგმავს.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…