CNN – ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ს საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს, – ინფორმაციას CNN-ი შიდა უსაფრთხოების მდივან კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნოემის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას და ვმუშაობთ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად“, – აღნიშნა ნოემმა.
-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ის და ვაშინგტონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანინ პირო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ.