CNN – ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა, – ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონი სებასტიან ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მას მთავრობის ფორმირება დაავალა“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ლეკორნუმ, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მიმდინარე კვირის დასაწყისში დატოვა, განაცხადა, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს.
„ეს პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა, რომელიც ზიანს აყენებს საფრანგეთის ინტერესებს უნდა დავასრულოთ“, – აღნიშნა ლეკორნუმ.
შეგახსენებთ, საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სხვადასხვა პარტიებთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლეკორნუს ხელახლა დანიშვნამდე მაკრონი პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შეხვდა.