CNN – დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებს არ გამართავს

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებს არ გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროპელი დიპლომატების ცნობით, გუშინ, ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრისას -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაზე, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
ასევე, -ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკება მის საქმეს არ წარმოადგენს.
დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ალასკაზე შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმება, მაშინ ამას „მძიმე შედეგები მოჰყვება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ევროკავშირმა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამო მოსამართლეებს, პროკურორს, გამომძიებელს, ასევე, სასჯელაღსრულების კოლონიებისა და იზოლატორების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეზე – ეს ქალბატონი უცნობი ექსპერტი იყო, რომელსაც „ოცნების“ ყველა მავნებლობა „გაპრავებული“ აქვს – რაც შეეხება პროცესის დახურვას, ყველა იცინოდა და მეც ვიცინოდი, შეუძლებელია არ გაგეცინოს იმაზე, რაც დარბაზში ხდება