CNN – დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, – ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგულები იყვნენ. ვაპაუზებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს უწყობს გადაწყვეტას“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა.
თეთრი სახლის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ პაუზა გავრცელდება ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ ში არ არის.
მისი მტკიცებით, სამხედრო დახმარების პაუზა არის პირდაპირი პასუხი გასულ კვირას ზელენსკის თეთრ სახლში ქცევაზე. ოფიციალური პირების თქმით, შეჩერება, შესაძლოა, გაუქმდეს, თუ ზელენსკი გამოავლენს ვალდებულებას უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებისადმი.