CNN – დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნად, სავარაუდოდ, სენატორ მარკო რუბიოს დაასახელებს, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კი მაიკ უოლტსი გახდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ახალი ადმინისტრაციის შექმნაზე მუშაობს, რამდენიმე არჩევანი უკვე გააკეთა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიას ორმა წყარომ განუცხადა, რომ , სავარაუდოდ, სენატორს ფლორიდის შტატიდან, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად აირჩევს. წყაროების ცნობით, ტრამპმა ფლორიდის „რესპუბლიკელ“ დეპუტატს მაიკ უოლტსს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩევლის პოსტი შესთავაზა.
ამასთან, ტრამპმა „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ელისე სტეფანიკი გაერო-ში -ის ელჩის თანამდებობისთვის შეარჩია.
დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, სუზი უილსი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა