აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ს წყარომ უთხრა, რომ ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 7 ნოემბერს გეგმავს, საზოგადოებას სიტყვით მიმართოს.
თეთრ სახლში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენმა გამოხატა მზადყოფნა მმართველობის შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველსაყოფად და ხაზი გაუსვა ქვეყნის გაერთიანებისთვის მუშაობის მნიშვნელობას.
“მან, ასევე, მიიწვია პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მასთან შესახვედრად”, – ამბობენ თეთრ სახლში და აღნიშნავენ, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.