CNN: აშშ-მ და გერმანიამ რუსეთის მიერ Rheinmetal-ის დირექტორის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

რუსეთის მთავრობა იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანიის, Rheinmetal-ის დირექტორის, არმინ პაპერგერის მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაციას CNN-ი საკითხის მცოდნე ხუთ ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, ეს მცდელობა ს მიერ ევროპელი თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელების მკვლელობების შესახებ ფართო გეგმების ნაწილია.
მათივე ცნობით, როდესაც ამერიკული დაზვერვისთვის რუსეთის გეგმის შესახებ ცნობილი გახდა, მათ ეს ინფორმაცია გერმანელ კოლეგებს მიაწოდეს. გერმანიის სპეცსამსახურებმა კი პაპერგერის დაცვა მოახერხეს. მაღალი რანგის გერმანელმა ხელისუფლების წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა, რომ ბერლინი გეგმის შესახებ -მ გააფრთხილა.
კომპანია Rheinmetall უკრაინის ჯარისთვის სხვადასხვა ტიპის იარაღს აწარმოებს, მათ შორის, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამავდროულად, კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე სარემონტო ქარხნის გახსნასა და მომავალში ჯავშანტექნიკის წარმოებას გეგმავს.