CNN – აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ TikTok-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ TikTok-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
TikTok-მა აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს კანონის გაუქმების შესახებ მიმართა, რომელმაც შესაძლოა, აშშ-ში სოციალური ქსელის აკრძალვა გამოიწვიოს.
პლატფორმა აცხადებს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი „აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას არ ეწინააღმდეგება“.
კომპანიაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაისში ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 19 იანვრამდე TikTok-ი ჩინურმა კომპანია ByteDance-მა უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმა აშშ-ში აიკრძალება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული