CNN – -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა USAID-ის საქმიანობის შეჩერების შესახებ კონგრესს აცნობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა USAID-ის საქმიანობის შეჩერების შესახებ კონგრესს აცნობა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზოგიერთ ფუნქციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადაიბარებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სააგენტოს რეორგანიზაცია 1-ელ ივლისამდე დასრულდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ „სწორად შესრულებულ საგარეო დახმარებას ეროვნული ინტერესების გაძლიერება შეუძლია, თუმცა USAID-მა თავდაპირველ მისიას დიდი ხნის წინ გადაუხვია“.
„პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, ფისკალური უპასუხისმგებლობის ეპოქა დასრულდა. ჩვენ საგარეო დახმარების პროგრამების რეორიენტაციას ვახდენთ ისე, რომ აშშ-ისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს საუკეთესო იყო. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტიკული პროგრამებისა და სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებას ვაგრძელებთ, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს ქვეყანას აძლიერებს“, – აცხადებს მარკო რუბიო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას