CNN – აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის დირექტივის თანახმად, აშშ-ში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) სისხლისსამართლებრივი მიზნით აღსრულება იზღუდება.
ასევე, პემ ბონდიმ აშშ-ში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი დახურა.
FBI-ის შემადგენლობაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, ს მიერ დანიშნულმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ შექმნა.
ბონდის ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზანს „რესურსების უფრო აქტიური საკითხების მოსაგვარებლად გამოყოფა და პროკურატურის იარაღად გამოყენებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დასრულება“ წარმოადგენს.
ამასთან, პემ ბონდის კიდევ ერთი დირექტივის თანახმად, 2022 წელს ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი გაუქმდა, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებისა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით მუშაობდა.