CNN – თვლის, რომ ისრაელმა სამხრეთ ღაზაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციები, შესაძლოა, იანვრისთვის დაასრულოს

აშშ თვლის, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები, შესაძლოა, იანვრამდე დაასრულოს და შემდეგ „ჰამასის“ წევრებსა და ლიდერებზე უფრო მიზანმიმართულ თავდასხმებზე გადავიდეს, – ინფორმაციას CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელი გააფრთხილა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება შეზღუდოს.
ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, ისრაელმა მიმდინარე წლის ბოლომდე მიაღწიოს საკუთარ მიზანს, რომელიც ითვალისწინებს „ჰამასის“ შესაძლებლობების განადგურებას და რომ ისრაელის ძალები ამ მიზნის განხორციელებას უფრო ხანგრძლივი კამპანიის ფარგლებში გააგრძელებენ, როდესაც ბრძოლა ახალ ფაზაში გადავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს