CNN – ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 154 ხმა აქვს, კამალა ჰარისს – 81

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 154 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს – 81, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.
ამასთან, CNN-ის პროგნოზით, წინასწარი შედეგებით, არჩევნებს იგებს არკანზასის, სამხრეთ კაროლინას, ფლორიდას, ოკლაჰომას, მისურის, ტენესის, ალაბამას, უაიომინგის, სამხრეთ დაკოტას, ჩრდილოეთ დაკოტას, ტეხასის შტატებში. კი – კოლუმბიის ოლქში, მერილენდში, მასაჩუსეტსში, დელავერში, ილინოისში, როდ-აილენდში, ნიუ-იორკში.
რაც შეეხება კონგრესს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 100 ადგილიან სენატში „რესპუბლიკელებს“ 42 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ – 32, 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი, სადაც გამარჯვებისთვის 218 ხმაა საჭირო, ასევე წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ 96 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს” კი – 59.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე – საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან – არ შეიძლება, ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში

ირაკლი კობახიძე – დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი