აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 105 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს – 27, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს კოლეგიის მინიმუმ 270 ხმა სჭირდება.
ამასთან, CNN-ის პროგნოზით, წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპი არჩევნებს იგებს არკანზასის, სამხრეთ კაროლინას, ფლორიდას, ოკლაჰომას, მისურის, ტენესის, ალაბამას შტატებში. კამალა ჰარისი კი – კოლუმბიის ოლქში, მერილენდში, მასაჩუსეტსში.
