CNN: ალასკაში ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ, ზელენსკი მაკრონს შეხვდება

ალასკაში ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა ელისეის სასახლეზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკიმ და მაკრონმა დღეს ისაუბრეს. ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ “იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაზე სასარგებლო და ეფექტური იქნება”.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ზელენსკი ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ხოლო ლონდონში – ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები