პენტაგონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა დაამტკიცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა – ინფორმაციას CNN ავრცელებს
“პენტაგონმა თეთრ სახლს მწვანე შუქი აუნთო უკრაინისთვის შორი მოქმედების რადიუსის Tomahawk-ების რაკეტების მიწოდების ნებართვაზე მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს აშშ-ის მარაგებზე, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის” | CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მათ საკითხთან დაკავშირებულმა სამმა ამერიკელმა და ევროპელმა ჩინოვნიკმა განუცხადა
შორი მოქმედების რადიუსის Tomahawk-ების გადაცემას უკრაინა ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად ითხოვს, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა, უკრაინის პრეზიდენტმა ეს მოთხოვნა დააყენა ვაშინგტონში ტრამპთან ბოლო შეხვედრისას, მოგვიანებით კი მედიას უთხრა, რომ პუტინს ეშინია უკრაინისთვის გადაცემული Tomahawk-ების და იმის, რის საშუალებასაც ეს რაკეტები უკრაინელებს მათ არსენალში მყოფ იარაღებთან კომბინაციაში მისცემს
პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მაშინდელი პასუხი ამ საკითხზე იყო ის, რომ „ამერიკას ტომაჰავკები თავადაც სჭირდება.“ თუმცა რაკეტების სამომავლო პერსპექტივაში უკრაინისთვის გადაცემა არც ერთ მხარეს არ გამოურიცხავს.




