თეთრ სახლში დასრულდა შეხვედრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რამდენიმე ევროპელ ლიდერს შორის.
როგორც CNN-ი წერს, ტრამპი დღის ბოლომდე კამერების წინაშე არ გამოჩნდება.
ამავე ცნობებით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ოვალურ კაბინეტში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გასასვლელისკენ მიემართება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ოვალური კაბინეტის დატოვებისას მოკლე კომენტარი გააკეთა.
CNN-ის კითხვაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ, სტარმერმა უპასუხა: „საკმაოდ ბევრზე“.
