როგორც გამოცემა CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ირანზე შესაძლო საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს ილაპარაკეს.
გამოცემის თანახმად, ბაიდენმა ნეთანიაჰუს ასევე უთხრა, რომ ირანის თავდასხმა მეტწილად წარუმატებელი იყო და ისრაელი გამარჯვებული დარჩა. აშშ-ს შეფასებით, ისრაელმა თავისი უპირატესი სამხედრო ძალა გამოავლინა, ხოლო ირანმა ისრაელში ვერაფერი “ღირებული” ვერ დააზიანა.
ირანმა, რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო და დრონების იერიში 14 აპრილის დადგომასთან ერთად მიიტანა.