CMC ჭიათურის მაღაროებში მიწისქვეშა მოპოვებას სრული რეორგანიზაციის შემთხვევაში განაახლებს – კომპანიის დათქმები

რეორგანიზაციის გარეშე მაღაროების მუშაობა არ განახლდება – ასეთია “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” პოზიცია, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზის” კონტრაქტორია. რეორგანიზაცია კი, კადრებისა და პროცესის ოპტიმიზაციას მოიცავს.
საქმე ის არის, რომ გუშინ სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ CMC, რომელიც ამ ეტაპზე ჭიათურების მართვაშია ჩართული, მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენას გარკვეული დათქმებით თანხმდება, თუმცა კონკრეტულად რა პირობები ჰქონდა კომპანიას უცნობი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას“ – ეკონომიკის სამინისტრო