“Clay Wine Contest 2025” -მა ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები დააჯილდოვა

“Clay Wine Contest 2025” -მა ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები სახვადსხვა კატეგორიაში დააჯილდოვა. UNDERGROUND CATEGORY-ის გამარჯვებულები გახდნენ: „მეღვინეობა გიუაანი“, „პირველი“, „მილდიანი“, „მამისეული მარანი“, „ბარბალე“, „ბუდეშური 2022“; „თელიანი ველი“, „კისისხევი,“ და “საღვინე”.
“Clay Wine Contest 2025” წერს, რომ ჟიურის რჩეული ქვევრის ღვინის კატეგორიაში გაიმარჯვა „მილდიანმა“(ქისი 2014); „ვაჩემ“, (რქაწითელი-მწვანე 2023), “უდაბნომ”, “თავკვერი საფერავი 2022-მა”; და „პირველმა“ (საფერავი 2022).
აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის მფლობელი ლონდონში 13 თებერვლას გამოვლინდება. კონკურსში 80-მდე ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარანი მონაწილეობს მსოფლიოს 9 ქვეყნიდან.
“Clay Wine Contest” -ის განცხადებით, მათი მიზანია გაზარდონ ქვევრის ღვინის ცნობადობა და პოპულარულობა მსოფლიოს მასშტაბით.

ასევე დაგაინტერესებთ

ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს და ამას შედეგები მოჰყვება – ჰერჩინსკი