CIU-ს პროფესორი გიორგი ხატიძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გაეროს ECOSOC-ის სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ“ გაიმართა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას მიეძღვნა.
„კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ხატიძე, რომელიც ამავდროულად გახლავთ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
მისი მოხსენების თემაა – „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ: სამართლებრივი და ტექნოლოგიური ასპექტები“.
მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელოვნური ინტელექტის და სამართლის ტექნოლოგიების გამოყენებაზე, სამართლებრივი მექანიზმების და ტექნოლოგიური პროცესების სინქრონიზებული ფუნქციონირების საჭიროებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური სტანდარტების გაძლიერებაზე, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების და საზედამხედველო მექანიზმების განვითარებაზე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები გააკეთეს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში (ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი) მოღვაწე მეცნიერებმა, მკვლევრებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?