CIU-ს პროფესორები ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე და უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, პროფესორი ზვიად გაბისონია ს დედაქალაქ ტალინში, ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის საერთაშორისო კონფერენციაში „From Bytes to Benefits“ მონაწილეობენ. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციის ორგანიზატორები არიან ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემია, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრი.
„კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 85 ქვეყნის 650 წარმომადგენელი, ციფრული მმართველობის და ტექნოლოგიების სამართლის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე მომხსენებელთა შორის არიან ესტონეთის პრეზიდენტი, ესტონეთის იუსტიციისა და ციფრულ საქმეთა მინისტრი, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი და ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცრის მოადგილე, ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი.
განხილულ თემათა შორისაა ციფრული მმართველობის დანერგვისა და განვითარების, ტექნოლოგიების სამართლის და ზოგადად ტექნოლოგიების, ს, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ელექტრონული ხელმოწერების დანერგვის და ციფრულ მმართველობაში კიბერუსაფრთხოების საკითხები. ასევე, ციფრულ მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობები. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება გაზიარდა.
აღსანიშნავია, რომ პროფესორ გიორგი ხატიძის და პროფესორ ზვიად გაბისონიას ვიზიტი ხორციელდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის – „საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვის სამართლებრივ-ტექნოლოგიური გამოწვევები (ესტონეთის გამოცდილების მაგალითზე)“ ფარგლებში. ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემია აღნიშნული პროექტის უცხოელ პარტნიორს წარმოადგენს. კონფერენციის ფარგლებში ქართველი პროფესორები ასევე, შეხვდნენ ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს, აკადემიის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელს, მესამე პირებთან ურთიერთობის მმართველს, ციფრული მმართველობის და ტექნოლოგიების სამართლის სხვა ექსპერტებს. შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხეო პროექტის შედეგებსა და მნიშვნელოვან მიგნებებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.