CIU საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის მონაწილეთა შერჩევას იწყებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის მონაწილეთა შერჩევას აცხადებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, მასშტაბური კონფერენცია 15 ივნისს გაიმართება და მასში შვიდი დარგობრივი სექცია იმუშავებს.
„აღნიშნული სექციებია: ბიზნესი და ტექნოლოგიები; მედიცინა; მევენახეობა-მეღვინეობა; ჟურნალისტიკა; საერთაშორისო ურთიერთობები; სამართალი; მომავალი სტუდენტები (მოსწავლეები).
რეგისტრაციის ბოლო ვადა 21 აპრილია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს და ის გამორჩეულია ნაშრომთა ხარისხითა და თემატიკის მრავალფეროვნებით, მონაწილეები კი ქართველ სტუდენტებთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან არიან.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სარეგისტრაციო ფორმის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/yCKMQ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.