CITYZEN-ის საუკუნის პროექტი – ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური თაუერი აშენდება

CITYZEN, 46, 000 მ2 ტერიტორიაზე არსებული პრემიუმ კომპლექსი, ინოვაციურ წამოწყებას უდებს საფუძველს და თანამშრომლობას მსოფლიოში ცნობილ არქუტექტურულ სტუდიასთან, Zaha Hadid Architects-თან იწყებს.
27 ივნისს CITYZEN-ი და Zaha Hadid Architects ოფიციალურად მოაწერენ ხელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური თაუერის მშენებლობაზე. ეს არის გარდამტეხი პროექტი, რომელიც ახალ სტანდარტებს განსაზღვრავს თბილისში ინოვაციური არქიტექტურის მიმართულებით.
თბილისის შუაგულში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე CITYZEN ურბანული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თანამედროვე ცხოვრებას ბუნებრივ სილამაზესთან აერთიანებს. 46, 000 მ2 ფართობის სარეკრეაციო ზონა გამოირჩევა ოთხი საცხოვრებელი კომპლექსითა და თაუერით – ხელოვნური ტბა, ავტომობილებისგან თავისუფალი ეზო, რომელიც მხოლოდ კომპლექსის მცხოვრებელთათვის არის განკუთვნილი, სახელოვნებო ჰაბი – ტერიტორიაზე გალერეას, სახელოვნებო წრეებს და სახელოსნოებს მოიაზრებს. იქ მცხოვრები ზრდასრულებისა თუ ბავშვებისთვის – ეს უნიკალური მიდგომა ხაზს უსვამს მდგრადობასა და კავშირს, უზრუნველყოფს მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს.
Zaha Hadid Architects-ს ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის დიდი ისტორია აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არქიტექტურული სტუდია ხშირად თანამშრომლობს ადგილობრივ დეველოპერულ კომპანიებთან ინოვაციური და საკულტო შენობების შესაქმნელად.
Zaha Hadid Architects, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ დაარსებული კომპნაიაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია თავისი არდული დიზაინით, რთული გეომეტრიითა და უახლესი ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენებით. Zaha Hadid Architects ცნობილია ისეთი საკულტო პროექტებით, როგორიცაა გუანჯოუს ოპერის თეატრი ჩინეთში, ლონდონის წყლის სპორტის ცენტრი დიდ ბრიტანეთში და ჰეიდარ ალიევის ცენტრი აზერბაიჯანში. ზაჰა ჰადიდის გარდაცვალების შემდეგ, Zaha Hadid Architects წარმატებით აგრძელებს თანამედროვე არქიტექტურის საზღვრების გადაკვეთას და სიახლეების შემოტანას. CITYZEN-თან თანამშრომლობა, Zaha Hadid Architects-ს პირველი პროექტია საქართველოში. თანამედროვე წამყვანი არქიტექტურული კომპანიის უახლესი დიზაინი და ინოვაციური ხედვა, სრულებით ახლებურ ხიბლს შესძენს თბილისს.
Zaha Hadid Architects-ს მიერ დაპროექტებულ კოლაბორაციულ თაუერს საქართველოში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება არქიტექტურული, კულტურული და ეკონომიკური მიმართულებით. თაუერი ქართულ აქრიტექტურას გააცნობს Zaha Hadid Architects-ს ფუტურისტული და ინოვაციური დიზაინის პრინციპებს და სავარაუდოა რომ დაადგენს ახალ სტანდარტებს რეგიონის არქიტექტურისთვის. Zaha Hadid Architects-ს არქიტექტურული შინაარსიდან გამომდინარე, თაუერი შესაძლებელია იქცეს ქალაქის ღირსშესანიშნაობად, რაც გაზრდის ქალაქის არქიტექტურის საერთაშორისო პროფილს, მიიზიდავს ტურისტებს და არქიტექტურის მოყვარულებს.