CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი უკრაინას ბოლო ვიზიტით ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი,  წერს, რომ -ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი ს ფორმალური ვიზიტით უკანასკნელად ეწვია და შეხვედრის ფოტოს ავრცელებს.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციის შემდეგ ბერნსი თანამდებობას დატოვებს და მას ტრამპის მიერ დასახელებული ჯონ რეტკლიფი ჩაანაცვლებს.

“ბილ ბერნსი უკრაინას ბოლოჯერ ეწვია, როგორც CIA-ის დირექტორი. ამ ომის განმავლობაში მრავალი შეხვედრა გვქონდა და მისი დახმარებისთვის ძალიან მადლიერი ვარ.

ძირითადად, ასეთი შეხვედრები არ საჯაროვდება. ყველა ჩვენი შეხვედრა, იქნებოდა ეს უკრაინაში, სხვა ევროპულ ქვეყნებში, აშშ-სა თუ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ოფიციალური განცხადების გარეშე შედგა. თუმცა, ამ უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ, ღირს, რომ ღიად ვისაუბრო”. – წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ ბერნსსა და მის ოჯახს საუკეთესო სურვილები გადასცა და თქვა, რომ საიდუმლოებებს არ გასცემენ, თუმცა კონტაქტს შეინარჩუნებენ.

“ჩვენ საიდუმლოებებს არ გავთქვამთ, მაგრამ კონტაქტს შევინარჩუნებთ. სავარაუდოდ, კვლავ შევხვდებით და აუცილებლად ვნახავთ, როგორ დასრულდება ეს ომი რეალური და გამძლე მშვიდობით – მშვიდობით, რომლისთვისაც ერთად ვმუშაობთ”. – წერს ზელენსკი.

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი, ჯონ რეტკლიფი დაასახელა.