Chevrolet-მ $50-მლნ-ნი ოქროს მანქანა წარადგინა

1954 წლის 23 ნოემბერს ამერიკულმა კორპორაციამ General Motors-მა, 2-კარიანი, 50 მილიონიანი მანქანა – Chevrolet Bel Air Sport Coupe გამოუშვა, რომელიც მოოქრული იყო გარედანაც და შიგნითაც. მანქანის 600 ნაწილი 24 კარატიანი ოქროთი მოაპირკეთეს, ხოლო კარებზე ოქროს მედალიონები განათავსეს, რომელიც საიუბილეო მოდელის გამოშვებასთან დაკავშირებით შეიქმნა.
Chevrolet Bel Air აღჭურვილია 4.3-ლიტრიანი V8 ძრავით. General Motors-ის საიუბილეო გამოცემა ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ამ დღეს კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 114 ქარხანა და 11 ცენტრი გახსნა. მათ 1 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. ყველამ მიიღო სუვენირების ოქროს მონეტა ან კარნავალის მედალიონი და 40-იანი ბუკლეტი.
General Motors-ის პრეზიდენტმა კურტის ჰარლოუმ თქვა, რომ 50-მილიონიანი ავტომობილი უზარმაზარი მიღწევაა საავტომობილო სამყაროში.
Chevrolet Bel Air არის ამერიკული სრული ზომის მანქანა, რომელიც წარმოებულია General Motors Corporation-ის Chevrolet განყოფილების მიერ 1949 წლიდან 1975 წლამდე. მას სახელი ეწოდა კალიფორნიის, ამერიკის ქალაქ ლოს-ანჯელესის პრესტიჟული უბნის მიხედვით. 1959 წლამდე Bel Air იყო Chevrolet-ის ყველაზე ძვირად ღირებული და საუკეთესოდ აღჭურვილი მოდელი იყო. 1958 წელს კომპანიამ გამოუშვა მანქანის ახალი მოდელი – Chevrolet Bel Air Impala. 1965 წელს გამოჩნდა Chevrolet Impala Caprice. ის გახდა ყველაზე მაღალი ფასის დიაპაზონის მოდელი.