ChatGPT-მ ექიმებს აჯობა და ამერიკელ ქალს კიბო აღმოუჩინა!

ხელოვნურ ინტელექტს, ალბათ, თქვენც ხშირად ესაუბრებით, იქნება ეს სამსახურებრივი საკითხები თუ პირადი ამბები და ამაში დღეს უცნაური არც არაფერია. თუმცა, რას იტყვით, რომ გითხრათ, ჩეტბოტმა ექიმებს აჯობაო? რომ ქალს აღწერილი სიმპტომების საფუძველზე კიბოს დიაგნოზი დაუსვა, როცა ეს ექიმებს ყურადღების მიღმა დარჩათ?!
ამბავი ასეთია — ამერიკაში მცხოვრებმა 40 წლის ქალმა ლორენ ბანონმა გასული წლის თებერვალში აღმოაჩინა, რომ დილით და საღამოს თითების მოხრა უჭირდა… მართალია, რევმატოიდულ ართრიტზე კვლევები შედეგიანი არ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ეს დიაგნოზი დაუსვეს. მალევე ქალს მუცლის ტკივილი დაეწყო, ერთ თვეში 7 კილო დაიკლო, ეს კი უკვე ექიმებმა მჟავა რეფლუქსს დააბრალეს.
რა თქმა უნდა, პაციენტი უკმაყოფილო იყო, ამიტომაც გადაწყვიტა ChatGPT-ის გასაუბრებოდა, რომელსაც მანამდე მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის იყენებდა. აუხსნა, რომ რევმატოიდული ართრიტის მსგავსი ნიშნები ჰქონდა, ჩეტბოტმა კი უპასუხა, რომ შესაძლო იყო მას ჰაშიმოტოს დაავადება ჰქონოდა — ავტოიმუნური მდგომარეობაა, რა დროსაც სხეულის იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს ებრძვის, იწვევს ანთებასა და ფუნქციონირების შეფერხებას. ამიტომაც ურჩია, ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას ანტისხეულების (TPO) დონე შეემოწმებინა.
„მჭირდებოდა, გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, სასოწარკვეთილი ვიყავი, უბრალოდ ვერ ვიღებდი პასუხებს, რომლებიც მჭირდებოდა“, — ამბობს ის.
უკვე 2024 წლის სექტემბერში ჩეტბოტის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ანალიზი გაიკეთა, შედეგებმა ChatGPT-ის ვარაუდი დაადასტურა მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მსგავსი დაავადება არავის ჰქონია… ამის შემდეგ ექიმებმა პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარეს, რითაც კისერში ორი პატარა კვანძი აღმოაჩინეს. უკვე ოქტომბერში კი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
2025 წლის იანვარში კვანძები ამოკვეთეს და იგი დღეს თავს კარგად გრძნობს. ჩეტბოტის მადლიერიცაა და ფიქრობს, რომ მის გარეშე ვერასდროს აღმოაჩენდა ფარულ დაავადებას — „ექიმებმა დამაღალატეს… ChatGPT-ისთვის რომ არ მიმემართა, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო წამლებს მივიღებდი და შესაძლო იყო, კიბო კისრიდან მთელ სხეულში გავრცელებულიყო“.
წყარო: marketer.ge